კომპანიებს, რომლებმაც ქონების და საშემოსავლო გადასახადების გადავადებასთან დაკავშირებით განცხადებები არ წარადგინეს, შემოსავლების სამსახურმა ინკასო და ყადაღა დაადო.
ამის შესახებ თავად შემოსავლების საამსახურის მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომლითაც საგადასახადო ორგანო კიდევ ერთხელ შეახსენებს გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, 2021 წლის 1 იანვრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.
„აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის, მეწარმე სუბიექტებს შესაბამისი განცხადების ფორმით უნდა მიემართათ შემოსავლების სამსახურისთვის, რათა მათ მიმართ არ განხორციელებულიყო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რაზეც სპეციალური განცხადება და საჯარო მოწოდება გაკეთდა უწყების მიერ და შესაბამისი შეტყობინებები დაეგზავნათ გადამხდელებს.
აღნიშნული გადავადებით, უკვე ისარგებლა 670-მა გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდათ ვალდებულება და მათ მიმართ არანაირი დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გატარებულა, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებმაც ვერ წარმოადგინეს შესაბამისი განცხადება, თანხების გადაუხდელობის გამო ავტომატურ რეჟიმში გავრცელდა იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ითვალისწინებს გლობალური პანდემიის გამო შექმნილ ვითარებას და გამოთქვამს მზადყოფნას, კვლავ განიხილოს გადამხდელთა მიერ წარმოდგენილი წინადადებები და იმსჯელოს სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალებების ვადის გადავადების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგხსენებთ: შემოსავლების სამსახურმა მსგავსი შინაარსის განცხადებით კომპანიებს საჯაროდ 1 დეკემბერსაც მიმართა, თუმცა ერთი დღით ადრე უწყების მიერ გაგზავნილი შეტყობინებები არაერთმა კომპანიამ მიიღო. შემოსავლების სამსახური მათ მოუწოდებდა, რომ მოეხდინათ შესაბამისი განაცხადის წარდგენა, რის საფუძველზეც მათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის პირველ იანვრამდე გადაუვადდებოდათ. კომპანიებს გადავადების განახლების შესახებ განცხადება 1 დეკემბრის დღის ბოლომდე უნდა დაეფიქსირებინათ. ამასთანავე, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი განაცხადის რეგისტრირება არ მოხდებოდა, სახელმწიფო გადასახადის ამოღების მექანიზმს გამოიყენებდა.
ამასთანავე, როგორც BMG-ისთვის ხდება ცნობილი, ბიზნესის მნიშვნელოვან ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ შესაბამისი განაცხადი უნდა შეევსო, რისი მიზეზიც რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მიერ გაკეთებული განცხადებაა, რომლის თანახმად, ტურიზმის ინდუსტრიას გადავადებული საშემოსავლო და ქონების გადასახადები ჩამოეწერებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ გადასახადების ჩამოწერას სჭირდება საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, ხოლო მეათე მოწვევის პარლამენტი ამ დრომდე ვერ შეიკრიბა, შემოსავლების სამსახურმა გამოსავალი გადავადებული გადასახადების კიდევ ერთი თვით გადავადებაში იპოვა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის