14.აპრილი .2021 22:31

ქონების სააგენტო უშედეგოდ დასრულებულ აუქციონებზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

ქონების სააგენტო უშედეგოდ დასრულებულ აუქციონებზე მორიგ განცხადებას ავრცელებს
views 361
უკან

როგორც საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი, სახელმწიფო პროგრამა “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” ფარგლებში მიმდინარე ელექტრონული აუქციონების დასრულებას ტექნიკური ხარვეზი შეექმნა.

წინასწარი მოკვლევით სააგენტომ დაადგინა, რომ ხარვეზი აუქციონის ელექტრონულ სისტემაში განაპირობა უპრეცედენტოდ მაღალმა აქტივობამ. აუქციონის დასრულებამდე ბოლო ორ საათში სერვერზე ხუთჯერ იმაზე მეტი აქტივობა დაფიქსირდა, ვიდრე ეს ოდესმე დაფიქსირებულ მაქსიმალურ მაჩვენებელს უდრიდა.

ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენამდე, არსებული ვაჭრობის მონაცემიც გვაჩვენებდა, თუ რამდენად მაღალი იყო გამოტანილი ქონების მიმართ ინტერესი.

"სააგენტოს სურს დაარწმუნოს დაინტერესებული პირები და ყველა მოქალაქე, რომ ხარვეზის გამო დაფიქსირებული შეფერხება ზეგავლენას არ იქონიებს სამართლიანი და კონკურენტული ვაჭრობის პრინციპზე და აუქციონები დასრულდება სათანადო პროტოკოლით.

სწორედ ამიტომ სააგენტომ გადაწყვეტილება მიიღო კიდევ ორი დღით გაახანგრძლივოს მიმდინარე ვაჭრობის პერიოდი.

ამ წუთის მდგომარეობით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, გარდა ავტომატური შეტყობინებებისა და განცხადებისა, ინდივიდუალურ რეჟიმში უკავშირდება ყველა იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ელექტრონულ ვაჭრობაში. თითოეული მათგანის მონაცემი და დაფიქსირებული ბიჯები სისტემაში შენახულია და მათ არ ექნებათ აუქციონის დასრულების პრობლემა", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა