მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქორწილებსა და სხვა სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობა, შესაძლოა, “კოვიდპასპორტის" მქონეთათვის ნებადართული გახდეს

613b7a5caeed9
BM.GE
10.09.21 19:23
4395
ქორწილების, ქელეხებისა და სოციალური ღონისძიებების გამართვა და მონაწილეობა, შესაძლოა, “კოვიდპასპორტის” მქონე ადამიანებისთვის ნებადართული გახდეს - ინფორმაცია ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით jandacva.ge-მ გავრცელა.

როგორც BM.GE-სთან ბექა ფერაძე განმარტავს, აღნიშნული COVID-PASS აპლიკაციის ნაწილია, რომელზეც მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭოზე ისაუბრა.

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ აპლიკაციის შესახებ ბიზნესთან მას შეხვედრები მომდევნო კვირაში აქვს დაგეგმილი, ხოლო განხილვების შემდეგ აპლიკაციის დამტკიცების საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე გავა.

„ორშაბათს კერძო სექტორთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს დავიწყებთ, რომლის შედეგების მიხედვით საბჭო იმსჯელებს დაამტკიცოს თუ არა აპლიკაცია. მაგრამ ამას 1-2 თვე დააგვიანდება.

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე კომპანიამ მხოლოდ აცრილების დაშვების სურვილი გამოთქვა. რამდენიმე ქვეყანაში ეს აპრობირებული და საქართველოშიც იქნება და როგორ დამკვიდრდება ეს შემდგომი საკითხია, თუმცა ამას სავალდებულოობის ხასიათი არ ექნება. თეორიულად ვამბობთ, რომ გატესტილი ადამიანებისთვის შესაძლოა სოციალურ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა ჰქონდეთ, რასაც აპლიკაცია გულისხმობს, მაგრამ აპლიკაციის ამოქმედების გადაწყვეტილება საბჭომ უნდა მიიღოს“, - განმარტა ფერაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული Covid-pass-ის აპლიკაცია QR კოდის წამკითხველით იმ მოქალაქის იდენტიფიცრებას მოახდენს, ვინც სრულად ან ერთჯერადად აცრილია, ან ვისაც PCR-ის ბოლო 72 საათში, ან სტრაფი ტესტის ბოლო 24 საათის უარყოფით პასუხი აქვს. ამასთან, აპლიკაციის მეშვეობით შესაძლებელია „მწვანე ზონების“ გააქტიურებაც.