მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქორწილში, ქელეხში ან იუბილეზე მყოფი ყველა პირი 2000 ლარით დაჯარიმდება

5ee34d123eada
ინგა მურუსიძე
12.06.20 13:41
9295
ქორწილის, ქელეხის, იუბილესა თუ სხვა თავშეყრის შემთხვევაში 10-ზე მეტი ადამიანის ყოფნა ყველა მათგანის 2000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, - ამის შესახებ წერია კანონპროექტში, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო და რომელიც უმრავლესობის დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მიერ იყო ინიცირებული.

ოხანაშვილმა დღეს საზოგადოებას მიმართა და მსგავსი ღონისძიებების გამართვისგან დროებით თავშეკავებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შეზღუდვა ძალაშია 15 ივლისამდე.

„მოვუწოდებთ ყველას - 10-ზე მეტი პირის თავშეყრა, ქორწილის, ნათლობის, იუბილის, ქელეხის გადახდის მიზნით, დაჯარიმდება. გამოყნებული იქნება ყველა იქ მყოფი პირის მიმართ 2000-ლარიანი ჯარიმა, ასევე იურიდიული პირის მიმართ 10 000-ლარიანი ჯარიმა. ვთხოვ საზოგადოებას, რომ ამ სოციალური ღონისძიებების გამართვისგან 15 ივლისამდე თავი შევიკავოთ. რაც შეეხება შემდგომ სიტუაციას, რა რეგულაციები იქნება 15 ივლისის შემდგომ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პანდემიის მდგომარეობიდან გამომდინარე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ინფორმაციისთვის: ამავე კანონით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას პირბადის ტარებაზე უარს თქმა გამოიწვევს ფიზიკური პირის 20 ლარით, ხოლო იურიდიული პირის 500 ლარით დაჯარიმებას.