მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქოხი.ჯი”: თებერვალ-მაისში, ომის გამო პოტენციური დამკვეთები დავკარგეთ

62a734c8ebaf0
ლიკა გურაბანიძე
13.06.22 22:15
1743
“2022 წლის თებერვალ-მაისში გაყიდვები გასული წლის იგივე პერიოდთან შედარებით თითქმის 70%-ით შეგვიმცირდა.” - ამის შესახებ bm.ge-ს “ქოხი.ჯის” დირექტორმა ლევან ფირცხალავამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კლების მიზეზი რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო, რადგან სწორედ ამ პერიოდში კომპანიას რამდენიმე პოტენციურ დამკვეთთან შეთანხმება ჩაეშალა.

“თებერვალ-მაისში რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან მოლაპარაკება გვქონდა. მათ რამდენიმე ათეული კოტეჯის აშენება და ტურისტული ზონის შექმნა სურდათ. მოლაპარაკებები მიდიოდა, მაგრამ ომის დაწყების შემდგომ ის აღარ შედგა. პოტენციური დამკვეთები მიზეზად ომს ასახელებდნენ, რადგან მათთვის გაურკვეველი ვითარება იყო, არ იცოდნენ ჩვენს ქვეყანაში უკრაინაში მიმდინარე მოვლენები რას გამოიწვევდა.” - განმარტა ფირცხალავამ.

“ქოხი.ჯის” დირექტორის თქმითვე, მაისის შემდეგ კომპანიაში ხის კოტეჯებზე მოთხოვნა კვლავ გაიზარდა.

“ტურისტების შემოდინების ზრდის მოლოდინია. იმ კომპანიებს, რომლებსაც 2-3 ხის კოტეჯი ჰქონდათ, ახლა მისი გაზრდა 20-30-მდე სურთ. ძირითადი მოთხოვნა მთიანი რეგიონებიდანაა. მაგალითად როგორიცაა გუდაური და ზემო აჭარა. მოთხოვნის ზრდა ფასებზეც აისახა. გასულ წელს 1 მ2 კოტეჯის აშენება 800 ლარი ღირდა, წელს 1 100 ლარიდან იწყება.” - განმარტა მან.