მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის სააგენტოს თბილისის სამსახურის ინსპექტორი დააკავეს

5efec322d8050
თელარა გელანტია
03.07.20 09:31
1238
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაუკავშირდა თბილისში განთავსებული ერთ-ერთი კაფე-ბარის მფლობელს, რომელსაც დაპირდა სამსახურებრივ მფარველობას, რაც გულისხმობდა იმას, რომ სააგენტო არ განახორციელებდა ობიექტის შემოწმებას, ხოლო, შემოწმების დაგეგმვის შემთხვევაში იგი წინასწარ მოახდენდა მეწარმის ინფორმირებას.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბრალდებულმა, კაფე-ბარის მფლობელს წინასწარ მოსთხოვა და გამოართვა 10 000 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.