გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ორგანიზაცია რეგიონში გაფართოებას გეგმავს.
როგორც ზურაბიშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, ქსელების გახსნას აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და ყაზახეთში აპირებენ.
„ბევრი წინსვლა გვაქვს სხვა და სხვა მიმართულებით. ერთი, რომ ჩვენი ქსელი იზრდება, 130 წევრი გვყავს უკვე და უფრო და უფრო მეტი კომპანია ინტერესდება, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რიცხვია, რადგან მდგრადობის სტანდარტები ბიზნეს სექტორისთვის ჯერ კიდევ ახალია. ახლა შევა ძალაში მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება, ნარჩენების მართვის მიმართულებით რეგულაციები და ეს ყველაფერი სავალდებულო ხდება კომპანიებისთვის, რაც უბიძგებს მათ, რომ თუნდაც ჩვენს ინიციატივაში გაერთიანდნენ და სტანდარტები თავის პოლიტიკის დონეზე დანერგონ.
სიახლეა ისიც, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ინიციატივის წევრია და 69 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი. საქართველო თავმჯდომარეობს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებს და საერთაშორისო დონეზე ამ რეგიონშიც გაფართოების გეგმები გვაქვს. ქსელს ვხსნით როგორც აზერბაიჯანში, ისე უზბეკეთსა და ყაზახეთში. ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლები იქნება ჩვენი რეგიონისთვისაც. ჩვენი რეგიონი ძალიან დაზარალდა. უკრაინაში ომი და ეს მოვლენები რთული იყო. ჩვენ უკრაინაში ქსელი გვაქვს, რომელსაც პოლონეთში გადატაბა მოუწია და იქიდან აგრძელებს საქმიანობას. შესაბამისად რთული პერიოდია მთლიანად რეგიონისთვის და ბიზნეს სექტორისთვის, თუმცა ბიზნესი მდგრადობის მიმართულებით მაინც აქტიურობს.
უკვე დავიწყეთ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსზე მუშაობა და მალე გამოვაცხადებთ ბიზნესსექტორისთვის აპლიკაციების მიღებას. შარშან ბიზნესსექტორისგან 120 განაცხადი გვქონდა. წელს გვინდა განაცხადების რაოდენობა გაიზარდოს“, - განახადა სალომე ზურაბიშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ