08.სექტემბერი .2020 14:10

ქსი ძიმპინი: ჩინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებით „გამჭვირვალედ და ღიად იმოქმედა“

views 233
უკან

ჩინეთის პრეზიდენტი ქსი ძინპინი აცხადებს, რომ ჩინეთმა კორონავირუსთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის სრული დაცვით „გამჭვირვალედ და ღიად იმოქმედა“. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

”ჩვენ ოპერატიულად ჩამოვაყალიბეთ ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ეროვნული მექანიზმი და ვაქვეყნებდით ეპიდემიასთან დაკავშირებულ ყველანაირ ინფორმაციას ღიად-“, განაცხადა ქსი ძიმპინმა.

ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO) იმდენად სწრაფად აცნობა კორონავირუსის შესახებ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.

როგორც გამოცემა წერს, ჩინეთმა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარი არაერთხელ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთი „კორონავირუსის განზრახ დამალვაში“ დაადანაშაულა.