მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუჩებში ავტომობილების გამონაბოლქვის მონიტორინგის დაწყება იგეგმება - პარლამენტი კანონპროექტზე მუშაობს

623ec9a15d4c3
ანუკა ჯოხაძე
26.03.22 12:05
1722
კერძო სექტორი აცხადებს, რომ ტექინსპექტირების რეფორმის აღსრულების მექანიზმი გასაძლიერებელია. ამ კუთხით არსებულ ხარვეზებზე გარემოს დაცვისა და აცხადებს ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძეც საუბრობს, რომელმაც გასულ კვირას პარლამენტში შესაბამისი კითხვები შინაგან საქმეთა მინისტრს დაუსვა.

როგორც BM.GE-თან მაია ბითაძე აცხადებს, ამ ეტაპზე ორი საკანონმდებლო ინიციატივა მზადდება, მათ შორის გაზაფხულზე დაინიცირდება კანონპროექტი, რომლის მიხედვით ტექინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯარიმა გაიზრდება და ის ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ტექინსპექტირების გავლის საფასური.

ამასთან, ბითაძე საუბრობს გამონაბოლქვის ვიზუალური შემოწმების დანერგვაზეც. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, ჭკვიან კამერებთან ერთად ავტომობილებს გააკონტროლებენ შესაბამისი პირები, რომლებიც დეტექტორებით იქნებიან აღჭურვილი.

კითხვაზე თუ ვის პრეროგატივაში შევა აღნიშნული საქმიანობა ბითაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე განიხილება რამდენიმე ვერსია. მათ შორის აღნიშნული საქმე შესაძლოა საპატრულო ეკიპაჟებმა შეითავსონ ან გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა.

“ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ საბიუჯეტო მიმართულებით გაძლიერდეს ის უწყება, რომელიც ვიზუალურ კონტროლს განახორციელებს და რეაგირებას გააკეთებს გამონაბოლქვზე. ამ შემთხვევაში უფრო კომპლექსური სამუშაოა, იმიტომ რომ უნდა განვსაზღვროთ ვინ იქნება მაკონტროლებელი, საპატრული პოლიცია, გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები თუ მუნიციპალური ზედამხეველობის ორგანოები. მას შემდეგ რაც განისაზღვრება ვინ იქნება მაკონტროლებელი, ეს ადამიანები უნდა აღიჭურვონ შესაბამისი მოწყობილობებით", - ამბობს გარემოს დაცვისა და აცხადებს ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.