23.დეკემბერი .2019 13:55

ქუცნაშვილის და კიდევ 4 კანდიდატის დაწუნების შემდეგ, gncc-ის წევრობაზე კონკურსი ჯერ არ გამოცხადებულა

views 331
უკან

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობაზე ხუთი კანდიდატის დაწუნების შემდეგ მთავრობას ახალი კონკურსი ჯერ არ გამოუცხადებია.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, ვადებში შეზღუდვა არ აქვთ, შესაბამისად, კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქართველოს მთავრობამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებლად წარდგენილი ხუთივე კანდიდატურა დაიწუნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონკურსი ნოემბერში გამოცხადდა, ხოლო 18 დეკემბერს უკვე მთავრობამ საზოგადოებას მიღებული გადაწყვეტილება გააცნო, რომლის თანახმად გაირკვა, რომ კანდიდატურა 5-მა პირმა წარადგინა, თუმცა საკონკურსო კომისია კანდიდატურების წარდგენის პროცესში განხილავდა და გადაწყდა, რომ პრეზიდენტს არც ერთი კანდიდატურა არ წარედგინება.

„საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა. შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით ნათია კუპრაშვილმა, ბეგლარ ლოგუამ, ნინო ქუბინიძემ, ზაქარია ქუცნაშვილმა და ხათუნა მაისაშვილმა წარადგინეს.

ცნობისთვის, კომისიის დაკომპლექტებაში ჩართულია როგორც აღმასრულებელი, ისე საკონონმდებლო ხელისულება. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

საქართველოს მთავრობა გამოსცემს განკარგულებას კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების თაობაზე, რომელშიც მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა დაინტერესებულ პირს; საბუთების მიღების ვადის ამოწურვის შემდეგ (10 დღეში) კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები ქვეყნდება საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე; კანდიდატთა სიის გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს მთავრობა, დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარსადგენი კანდიდატურების სიას. 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 3 კანდიდატურა შეირჩევა;

საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენილი კანდიდატურების სიას საქართველოს პრეზიდენტი 3 დღის ვადაში გადასცემს საქართველოს პრემიერ-მინისტრს თანახელმოწერისათვის;  პრემიერ-მინისტრისგან თანახელმოწერის მიღების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი კანდიდატურებს ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს;  წარდგენილი კანდიდატი არჩეულად ჩაითვლება თუ იგი მიიღებს სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევრის ხმებისა.