მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

" ჯერჯერობით ადგილობრივი დამსვენებლები გვყავს, თუმცა უცხოელი ტურისტების აქტივობასაც ველოდებით“ - „Woodhide”

60c59d1ae1dc4
მარიამ იზორია
14.06.21 09:40
3928

სასტუმრო „Woodhide” აჭარაში, მაჭახელას ეროვნულ პარკში, სოფელ ზედა ჩხუტუნეთში მდებარე სასტუმრო 2 კოტეჯს აერთიანებს.  Woodhide” 6 დამსვენებელზეა გათვლილი და სტუმრებს მშვიდ და ეკოლოგიურ გარემოში დასვენების შესაძლებლობას აძლევს.

„Woodhide” 5 ადამიანს ასაქმებს. როგორც მისი დამფუძნებელი ნათია კახიძე bm.ge-სთან ყვება, სასტუმროს მშენებლობისთვის 60 000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს.  

„მაჭახელას ხეობა ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა მას შემდეგ, რაც ეროვნული ტყე-პარკის სტატუსი მიენიჭა. აქ დამვენებლები ძირითადად ერთდღიან ტურებს აწყობენ და სჭირდებათ ისეთი მოსასვენებელი ადგილი, რომელიც კომფორტული და განსხვავებული იქნება. ხეობაში ძირითადად საოჯახო ტიპის სასტუმროები იყო და დამსვენებლისთვის დიდად საინტერესო არ გახლდათ. სწორედ ეს გახდა ჩვენთვის კოტეჯების აშენების მოტივაცია, რაშიც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) დაგვეხმარა, რომელიც მიკრო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროექტს „იდეებიდან წარმატებამდე“ ახორციელებდა. პროგრამა სოფლად ეკონომიკური საქმიანობების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

პანდემიიდან გამომდინარე ჯერჯერობით ადგილობრივი დამსვენებლები გვყავს, თუმცა საზღვრების გახნსასთან ერთად უცხოელი ტურისტების აქტივობასაც ველოდებით“ - აღნიშნავს კახიძე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „Woodhide“ კოტეჯების დამატებას აპირებს. ამ ეტაპზე კოტეჯებში განთავსების ღირებულება 200-250 ლარია.