მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

" მზად ვართ საქართველოში ინვესტირება მოვახდინოთ, მაგრამ...“ - ემი პეკი

61751b8215d5f
მარიამ იზორია
24.10.21 12:49
1689
EndeavorVR -ისა და Spatial Computing Consultants-ის დამფუძნებელი და მოქმედი ხელმძღვანელი ემი პეკი გადაცემა „ქალების ნარატივში“ წამყავნის მიერ დასმულ შეკითხვას, არის თუ არა საქართველო ის ქვეყანა, სადაც ინვესტიციას განახორციელებდა, ასე პასუხობს:

„საქართველოში სულ სამი კომპანია არსებობს, სადაც მე პირადად ინვესტიციას განვახორციელებდი, აქ ძალიან კარგი და დახვეწილი გარემოა, მეც და ჩემი გუნდიც მზად ვართ ინვესტირება მოვახდინოთ, მაგრამ საჭიროა კარგად გავიაზროთ როგორი პროგრამები და საგანმანათლებლო პროექტები გვჭირდება. ეს პროცესი ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ. ქართველ ბავშვებს უნდა დავანახოთ, თუ რა შესაძლებლობები აქვთ.

ამ პროცესში აუცილებელია ბანკების ჩართულობა, ასევე კორპორაციების მიერ ინვესტირება. ვფიქრობ, თუ ერთად შევეცდებით საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება აუცილებლად გამოგვივა. საქართველოს მხოლოდ რეგიონში წამოწევა არ არის მთავარი, არამედ მნიშვენლოვანი გლობალურ ასპარეზზე გასვლაა“ -განმარტავს EndeavorVR -ისა და Spatial Computing Consultants-ის დამფუძნებელი.


ინტერვიუ სრულად იხილეთ აქ.