მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"10-12 წლის წინ, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინფრასტრუქტურული რევოლუცია მოხდა"

6089c860e4f11
თამთა ჯიჯავაძე
29.04.21 00:56
882
10-12 წლის წინ, საქართველოში ძალიან მოკლე პერიოდში, ჯანდაცვის სექტორის ინფრასტრუქტურული რევოლუცია მოხდა, - ამის შესახებ „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ გადაცემა Forbes Health-ში განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანამ მოკლე პერიოდში მიიღო საკმაოდ მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის არცერთ ქვეყანაში ასე სისტემურად არ გაკეთებულა.

ნიკოლოზ გამყრელიძემ ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი უწოდა ასევე საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მისი თქმით, მოსახლეობის კეთილდღეობისთვის გადაიდგა და რამაც თავის მხრივ ბევრი ახალი სერვისის განვითარება განაპირობა. თუმცა, როგორც ის ამბობს, დრო რომ უკან გადავახვიოთ და დავფიქრდეთ შეცდომებზე, ყველაზე ფუნდამენტური შეცდომა შეიძლება იყოს ის, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის აბსოლუტური იგნორირება მოხდა.

„პირველადი ჯანდაცვა რეფორმის ყველა ეტაპზე იყო გადაწეული, როგორც ნაკლები პრიორიტეტი. ამ 12-13 წლის მანძილზე ჩვენ რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმისთვის იმის ნახევარი მაინც მიგვეცა, რაც ჰოსპიტალურ სექტორის რეფორმას მივეცით, გაცილებით წინ ვიქნებოდით“, - აღნიშნა მან.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ რაც არ უნდა შეიცვაოს ტარიფიკაცია, ჰოსპიტალურ სექტორში დანახარჯების გაჩერება ძალიან რთული იქნება, - „ეს რეალურად უნდა ვაღიაროთ, და ალბათ შეუძლებელიც იქნება თუ ფუნდამენტური რეფორმა არ განვახორციელეთ მეორე მხარეს“, - დასძინა მან.