მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"10-წლიანი სტრატეგიის ფარგლებში ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტი გზები და წყალმომარაგება იქნება"

60cdd7197e886
BM.GE
19.06.21 15:36
760
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტები, ათწლიანი სამთავრობო სტრატეგიის ფარგლებში, რა თქმა უნდა, არის მაგისტრალური გზები, წყალმომარაგება და კონკრეტული ინდიკატორები, რომელთა მიხედვითაც უკვე შეფასდება შესაბამისი სტრატეგია, - ამის შესახებ მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომში, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია მაგისტრალური აღმოსავლეთ-დასავლეთი დერეფნის განვითარება და მისი დიდი ნაწილის 2025 წლამდე დასრულება.

„ინდიკატორები და შესაბამისი მიზნები მოიცავს იმდაგვარად შიდასახელმწიფოებრივი გზების განვითარებას, რომ რეალურად მხოლოდ კეთილმოწყობილი გზები გვექნება. 2025 წლამდე ყველა ქალაქს ექნება 24-საათიანი წყალმომარაგება და მთლიანობაში, მომდევნო 10 წლის განმავლობაში, 31.5 მილიარდი ლარის ინვესტირება არის გამოკვეთილი იმ საჭიროებებისა და მიზნების მისაღწევად, რომელსაც სტრატეგია ითვალისწინებს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ცნობისთვის, 19-20 ივნისს ბორჯომში სახელისუფლებო გუნდი 10-წლიანი განვითარების გეგმაზე მსჯელობს.