გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე მთავრობამ სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ფასების ინდექსაციის სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის განკარგულებით, ფასების ინდექსაციით, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ის კომპანიები ისარგებლებენ, რომლებიც მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან შეასრულებენ შესაბამის ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამასთან, ინდექსაცია მხოლოდ 1 მაისამდე გამოცხადებულ ტენდერებს შეეხება.
მთავრობამ საინდექსაციო თანხის მოცულობად სამუშაოების ღირებულების 70% განსაზღვრა, ამ მოცულობის სამუშაოებიდან კი სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე კომპანიებს ხარჯების მაქსიმუმ 10%-ს დაუკომპენსირებს.
კერძო სექტორი დადგენილების ამ ფორმით მიღების წინააღმდეგია. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, 10%-ის სახით დამატებითი ჩამკეტის შემოტანა არასწორია.
„ამ განკარგულებაში არსებობს გარკვეული პირობები, რომელიც გვაფიქრებს, რომ შესაძლოა, გარკვეული გარემოებების რეალიზაციის შემთხვევაში, მშენებელმა ვერ შეძლოს თავისი ინტერესის სრულად დაკმაყოფილება. ეს თავის მხრივ გარკვეულ რისკებს ქმნის და გვაფიქრებს იმაზე, რომ დღესვე უნდა ვიზრუნოთ ამ უარყოფითი ფაქტორების გამოსწორებაზე.
რაც შეეხება მინუსებს და პლუსებს, რაც ამ რეალურ განკარგულებაში დავინახეთ, რეალური საფრთხე გამომდინარეობს იმ დამატებითი ჩამკეტისგან, რომელიც ამ განკარგულებაში გაჩნდა. რაც შეეხება გამოანგარიშების პრინციპს, პირველ რიგში, ვიღებთ 1-ელი აპრილიდან შესრულებულ და შემდგომში ანაზღაურებულ სამუშაოებს, რომლის 70% ანგარიშდება. გარკვეულწილად ასეთი ტიპის პროცენტის ჩადება გამომდინარეობს საერთაშორისო გამოცდილებიდან, რადგან სრულად დასაინდექსირებელი თანხა არ არის ხოლმე 100%, თუმცა დამატებითი ჩამკეტი, ქართული სიახლე აღმოჩნდა.
ის, რო, 10%-ით ჩაიკეტა 70%-დან ასანაზღაურებელი დამატებითი თანხები, ეს ჩვენი აზრით, არასწორია. არანაირი საჭიროება ამის არც იდგა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბუნებრივ ჩამკეტს ისედაც წარმოადგენს საქსტატის მიერ დადგენილი ინდექსი, რომელზეც მრავლდება ასანაზღაურებელი თანხა.
ვფიქრობთ, ეს 10% ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან თუ ისეთი ფასთა სხვაობა დაფიქსირდა, რომ 10%-ს აჭარბებს, ერთი მხრივ, მშენებელი მიიღებს ანაზღაურებას დამატებით, ინდექსაციის შესაბამისად, თუმცა მეორე მხრივ, ეს ვერ დააკმაყოფილებს მის კანონიერ და სამართლიან ინტერესს. ეს არის სწორედ ის გარემოება, რომელზეც ყველაზე დიდ აქცენტს გავაკეთებდით დღეს, რაზეც ვფიქრობთ, რომ უნდა ვიმსჯელოთ, უნდა მივუბრუნდეთ და იმ ჭრილში დავინახოთ, თუ რამდენად გვაწყობს ყველას - შემსყიდველს თუ შემსრულებელს, რომ არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ამ დიდ სფეროს ტოვებს ღიად და რისკებს ბოლომდე ვერ აზღვევს.
ალბათ უმჯობესი იქნებოდა, რეალური მაჩვენებლები აგვეღო, ისტორიული მაჩვენებლები გაგვეანალიზებინა და მინიმუმ 15-20% ყოფილიყო ეს ჩამკეტი.
იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს თვეებში მინიმუმ 10%-ს არ გადასცდება, თუმცა ალბათ ერთად გავაანალიზებთ სიტუაციას და მოცემული შეზღუდვ გადაიხედება და უფრო ადეკვატური ჩამკეტის ჩაიდება ამ განკარგულებაში", - აცხადებს ანა საბახტარაშვილი.
გარდა კომპენსაციის მოცულობისა, ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ინდექსაცია დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებსაც შეეხოს.
"ინდექსაცია დონორების დაფინანსებულ პროექტებზეც უნდა ვრცელდებოდეს. ბუნებრივია, დონორ ორგანიზაციებს სახელმწიფო ვერ დაავალებს, რომ შეცვალონ კონტრაქტები, თუმცა სახელმწიფოს მინიმუმ გარკვეულწილად თხოვნა და მოლაპარაკებები უნდა განეხორციელებინათ, რომ აქაც რისკები დაეზღვია", - აცხადებს საბახტარაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი