მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"100 აცრილი სულ მცირე 1 გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს" - ამირან გამყრელიძე

60757bbdbe323
ვიქტორია მღებრიშვილი
13.04.21 15:13
476
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „100 აცრილი სულ მცირე ერთი  გადარჩენილი ადამიანია“. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განხილვისას განაცხადა.

„თუ ვერ შევაკავეთ ეპიდსიტუაცია, მომავალი კვირების განმავლობაში ამის აწონ-დაწონა საკოორდინაციო საბჭოს მოსახლეობასთან ერთად მოუწევს, ამიტომ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მნიშვნელოვანია პირბადის ტარება, დისტანციის და ჰიგიენური წესების დაცვა, დიდი ღონისძიებების აკრძალვა და თავის არიდება, რადგან დღეს კლასტერული გავრცელებიდან გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე. ყველა რეგიონში ინციდენტების მაჩვენებელი საკმაოდ მომატებულია. პირველ ადგილზე თბილისია, შემდეგ - სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარა და იმერეთი. 

საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება, ეს მარტივად არ ხერხდება. 100 აცრილი სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანია. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. რაც მეტი აცრილი გვეყოლება, მით ნაკლები გარდაცვლილი იქნება. რაც მეტი 55 წელს ზემოთ აცრილი ადამიანი იქნება, მით მეტი ხანდაზმული ადამიანი გადარჩება, რადგან კოვიდის დროს სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი ხანდაზმულ ადამიანებზე მოდის“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.