მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"112 იყო ფილტრი, რომელმაც მოგვცა საშუალება, ეფექტიანად გვემართა ვირუსის გავრცელების სისწრაფე"

5ece621cc18fc
ინგა მურუსიძე
27.05.20 17:00
1035
„როდესაც ჯანდაცვის სისტემის შეფასება მოხდა და შიდა გადაცემამ სწრაფი ზრდა დაიწყო ჩვენ მივხვდით, რომ ჯანდაცვის სისტემის დასაცავად ინფიცირებულთა ზეწოლისგან უნდა გაგვეკეთებინა რამდენიმე ბარიერი. პირველი ბარიერი ეს იყო - 112, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

მისივე თქმით, ეს იყო ერთგვარი ფილტრი, ვირუსის გავრცელების სისწრაფის ეფექტურად სამართავად.

„მარტივად აეწყო ეს სქემა - ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ცხელება იღებდა ტელეფონს, მას ხვდებოდნენ გადამზადებული ოჯახის ექიმები და იმ შემთხვევაში, თუ მათი დიაგნოზით საჭირო იყო შემდგომი კონსულტაცია, ან არსებობდა რისკი Covid-19-ზე, მიჰყავდათ ცხელების კლინიკაში, სადაც ან უდასტურდებოდა მას ინფექცია და გადაჰყავდათ ინფექციურ კლინიკაში, ან არ უდასტურდებოდა და 24 საათის შემდგომ გადაჰყავდათ საკარანტინო ზონაში. ეს იყო ფილტრი, რომელმაც მოგვცა საშუალება, ეფექტიანად გვემართა ვირუსის გავრცელების სისწრაფე,“ - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.