31.ივლისი .2021 12:10

"1150 უნდა გახდეს 10 000... ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში" - პრემიერი

"1150 უნდა გახდეს 10 000... ჩვენი ამოცანა იქნება, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში" - პრემიერი
views 6477
უკან

ჩვენ ყველანი ვმოგზაურობთ, ზოგი მიდის უცხოეთში, რჩება, იღებს გამოცდილებას, მაგრამ ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, ვინაიდან, ეს ქვეყანა გეკუთვნით თქვენ, ჩვენს მომავალ თაობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლების საერთაშორისო ცენტრის 2021-2022 წლის სტიპენდიატებსა და კურსდამთავრებულებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ახალგაზრდა წავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაც ქვეყნისთვის დიდი დანაკლისია, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის, შესაძლებლობების გამოყენება საქართველოს გასაძლიერებლად.

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და ტრაგედიაა, ვინაიდან ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი კატაკლიზმი გავიარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით. როცა დაინგრა საბჭოთა კავშირი და ქვეყანამ ხელმეორედ დაიბრუნა დამოუკიდებლობა, მას შემდეგ ძალიან ბევრი საუკეთესო ახალგაზრდა, ნიჭიერი მეცნიერი და სპეციალისტი წავიდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისი და მე ვიტყოდი ტრაგედიაა, რადგან არ ხდება მათი პოტენციალის, შესაძლებლობების გამოყენება ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. ამიტომ, ის ფაქტი, რომ თქვენ ბრუნდებით საქართველოში, ეს არის ძალიან დიდი მოვლენა და ჩემთვის ძალიან სასიხარულო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ სტუდენტებს ხელი შეუწყოს საკუთარი ცოდნის რეალიზებაში.

„მეორე მხრივ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენ, საკუთარი ცოდნის რეალიზებაში. მაქსიმალურად უნდა გავუღოთ კარი ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს. მე გპირდებით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევ, რომ თქვენი ნიჭი სათანადოდ დაფასდეს და თქვენი ცოდნა სათანადოდ იქნას აღიარებული. ამ წლების განმავლობაში 43 მილიონამდე არის დახარჯული. ეს არ არის საკმარისი, ჩვენ შეგვიძლია, ეს ციფრი გავაორმაგოთ მომდევნო წლების განმავლობაში და ბატონ მინისტრთან ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. 1150 უნდა გახდეს 10 000. ეს იქნება ჩვენი ამოცანა, რომ რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გავუშვათ უცხოეთში, მანამ, სანამ ბატონი მიხეილი შეძლებს, რომ ის სწავლის დონე და ხარისხი იქნას მიღწეული საქართველოში, რაც ევროპის წამყვან ქვეყნებშია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა