24.აპრილი .2020 16:50

"144-თან დაკავშირებით კრიტიკა ობიექტური იყო, ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება"

views 498
უკან

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ირწმუნება, რომ 144-ის მუშაობაზე პასუხისმგებელი პირები აუცილებლად დაისჯებიან. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობა ამ საკითხზე ობიექტურ შენიშვნებს იღებს, როგორც მოქალაქეებისგან, ისე მედიისგან.

„144-ის მუშაობასთან დაკავშირებით ჩვენი მოქალაქეების და მედიის კრიტიკა ობიექტური იყო. უბრალოდ რამდენიმე ფაქტორი დაემთხვა ერთმანეთს, არ მინდა დაკონკრეტება, თუმცა შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დასჯილები იქნებიან უკიდურესად, იმის გამო, რაც მოხდა. თუმცა ეს გამოწვევაც იყო ობიექტური. იყო რამდენიმე დღე, როცა 144-ზე ზარების რაოდენობა აცდა 300 ათასს.

რეალურად, ამის მენეჯმენტი იყო შეუძლებელი, მაგრამ 144, როგორც ინსტრუმენტი, იდეა, მოქალაქის და მთავრობის პირდაპირი კავშირის დამყარებისთვის, მე პირადად გპირდებით, რომ იარსებებს. ის გახდება ერთ-ერთი ეფექტური ინსტრუმენტი, არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, არამედ სულ როცა მოქალაქეს ხელისუფლებასთან დაკავშირება დასჭირდება“, - განაცხადა გახარიამ.