მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"15 000 ტონა ხორბალს და 30 000 ტონა სიმინდს შევიძენთ" - "ჩირინას" შეთავაზება მარცვლეულის მწარმოებლებს

6242cebdf0d25
მარიამ იზორია
29.03.22 13:16
7907
„ჩირინას“ დამფუძნებელს რევაზ ვაშაკიძეს ქართველი ფერმერებისთვის შეთავაზება აქვს.

კომპანია ფერმერებისგან, რომლებიც ხორბლისა და სიმინდის მოყვანით არიან დაკავებულები, ნედლეულს ჩაიბარებს. კერძოდ, ჩირინა  სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულებას წინასწარ შესყიდვაზე ფიქსირებული ფასით დღესვე გააფორმებს და საქართველოში მოყვანილ ხორბალსა და სიმინდის შეიძენს.

როგორც რევაზ ვაშაკიძე გადაცემა "საქმიან დილაში" აცხადებს, საუბარია წელიწადში 30 000 ტონა სიმინდსა და 15 000 ტონა ხორბალზე. მისივე თქმით, კომპანიის ინიციატივა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ემსახურება, რომლის საშუალებითაც ქვეყანა იმპორტირებულ ნედლეულზე აღარ იქნება დამოკიდებული, უახლოეს მომავალში კი ექსპორტსაც შეძლებს.

„სამწუხაროდ, დღემდე ქვეყანაში საბჭოთა სოფლის მეურნეობის ხედვაა, რომლის მიხედვითაც საქართველო მარცვლეულის იმპორტით რუსეთზეა დამოკიდებული. ამ დროისთვის რუსეთიდან ოფიციალურად ხორბლის ყიდვა შეუძლებელია, უკრაინაში პორტებია დაკეტილი, რთული ვითარებაა თურქეთსა და შვი ზღვის ქვეყნებშიც. ეს ვრცელდება ქათმის ხორცზეც და შეიძლება მალე ეს პროდუქტი დეფიციტშიც იყოს.

ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ხორბლისა და სიმინდის ადგილობრივი მწარმოებელები გავხდეთ, ამისთვის კი სოფლის მეურნეობაში სწორი ეკონომიკური პოლიტიკაა საჭირო. სახელმწიფო ასუბსიდირებს მალფუჭებად ყურძენს, ფქვილს.. ეს უნდა შეიცვალოს და ყურადღება საბაზისო პროდუქტის წარმოებაზე უნდა გამახვილდეს.

„ჩირინას“ 45 000 ტონა სათავსო აქვს. ამიტომ, ჩვენ ფერმერებს წინასწარ შესყიდვაზე მემორანდუმს გავუფორმებთ, ჩავიბარებთ იმ დროს რა პერიოდშიც ისინი გაყიდიან და იმ ფასად, რაც საერთაშორისო ბაზარზე იქნება. კონკრეტულად 2022 წელს ჩირინა ადგილობრივი მეწარმეებისგან 30 000 ტონა სიმინდს და 15 000 ტონა ხორბალს შეიძენს“ - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.