21.მარტი .2020 10:44

"15-16 დღის წინ შემოსულ პაციენტებს, ალბათ რამდენიმე დღეში კორონავირუსზე ნეგატიური პასუხი ექნებათ"

views 211
უკან

პაციენტებთან, რომლებიც 15-16 დღის შემოსული არიან, ალბათ რამდენიმე დღეში კორონავირუსზე ნეგატიური პასუხი იქნება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია პირველ 4-5 პაციენტზე.

„პაციენტები, რომლებიც შემოსული არიან და მათთან გავიდა 15-16 დღე, პერიოდულად ტარდება ტესტირება. ჯერჯერობით დინამიკა გაუმჯობესებულია და ტესტი სუსტად დადებითს აჩვენებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ კრიტერიუმით, რამდენ დღეშიც გამეორება უნდა მოხდეს, ალბათ ნეგატიური პასუხი იქნება. ტესტებს ჩვენ ვაკეთებთ და მონიტორინგის ჩატარება უპრობლემოდ შეგვიძლია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსი დაუდასტურდა 47 ადამიანს, მათგან 1 გამოჯანმრთელებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა