25.ნოემბერი .2022 00:20

"18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა მომავალი წლის ბოლოდან დაიწყება"

"18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა მომავალი წლის ბოლოდან დაიწყება"
views 516
უკან

თბილისი მერმა კახა კალაძემ 18 -მეტრიანი ავტობუსების შემოყვანის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული ავტობუსების დედაქალაქში შემოსვლა მომავალი წლის ბოლოდან დაიწყება.

"მომავალ წელს დაგეგმილია 18 -მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა, პარალელურად მზადდება ინფრასტრუქტურა, რომ ამ ავტობუსებმა შეუფერხებლად შეძლონ დედაქალაქში გადადგილება. ავტობაზა მნიშვნელოვანია, რომ ამ 18-მეტრიან ავტობუსებს მოემსახუროს. ამაზე გვაქვს მზაობა, რომ გამოვაცხადოთ გამარტივებული შესყიდვა და სწრაფად მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ავტობუსების დამზადებას გარკვეული დრო დასჭირდება და მომავალი წლის ბოლოსთვის უკვე დავიწყებთ შემოყვანას", - განაცხადა მერმა.

თბილისში 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი 2022 წელს უნდა შემოსულიყო, თუმცა 18-მეტრიანი ავტობუსები ქალაქში, ჯერ 2020 წლიდან, შემდეგ კი უკვე 2021 წლიდან უნდა გამოჩენილიყო. კახა კალაძის გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ 18-მეტრიან ავტობუსებს სწრაფ, 10 სატრანზიტო დერეფანში უნდა ევლოთ.

18-მეტრიანი ავტობუსებისთვის ავტობაზის შექმნაზე გამარტივებულ შესყიდვას გამოვაცხადებთ - კალაძე

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა