13.ივლისი .2020 18:18

"200 ნასვამ კაცში რა დისტანციის დაცვაზეა საუბარი?" - რატომ გრძელდება აკრძალვა ქორწილებზე?

views 1439
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, დღეს უწყებათშორისმა საბჭომ ქელეხებთან და ქორწილებთან დაკავშირებით იმსჯელა, თუმცა ისინი კვლავ აკრძალული რჩება.

მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუკი სხვა ხალხმრავალი ღონისძიებებია დაშვებული, რატომ არ არის მათ რიცხვში ქორწილები და ქელეხები.

"კულტურული ღონისძიებები და რეპეტიციები დაიშვა, თუმცა ქორწილებს და ქელეხებს რაც შეეხება, ჩვენი ტრადიციები ყველამ კარგად ვიცით. შეიძლება, რომ კონცერტი ღია სივრცეში ჩატარდეს, მაგრამ ქორწილები, ქელეხები და იუბილეები ალკოჰოლის გარეშე არ არის. როგორ ფიქრობთ, 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რომელი დისტანციის დაცვაზეა საუბარი?! ამიტომ  ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მსგავსი ღონისძიებები, ჯერჯერობით, არ იყოს დაშვებული", - განაცხადა პაატა იმნაძემ.