23.აგვისტო .2019 14:20

"2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა"

views 179
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.

მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობას და საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეეხო. ამ მიმართულებით ხაზი გაესვა მეგობართა ჯგუფის ფორმატში მუშაობის მნიშვნელობას.

როგორც ვლადიმერ ანდრეიჩენკომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ასევე ორი ქვეყნის პარლამენტის წევრების მუშაობა საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატში.

"ხაზი გაესვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ტვირთბრუნვის 200 მილიონამდე გაზრდის პოტენციალი გააჩნია.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასევე ტურიზმის მხარდ დინამიკაზე. აღინიშნა, 2010 წლის შემდეგ საქართველოში ბელარუსი ტურისტების რაოდენობა 15-ჯერ არის გაზრრდილი", – ნათქვამია მთავრობის კანცელარიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა