05.სექტემბერი .2019 17:09

"2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა"

უკან

2019-2020 წლებში 2440 დევნილ ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

„ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დევნილი მოსახლეობისთვის ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფა. მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებელობაზე ჩვენი სამინისტრო ზრუნავს და სასიხარულოა, რომ 2019-2020 წლებში ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში 2440 ოჯახს ახალი ბინა გადაეცემა,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა