მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა"

5e1860061454c
BM.GE
10.01.20 15:26
1018
2019 წელს საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა 2018 წელთან შედარებით +7.8%-ია. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, აღნიშნული მაჩვენებელი რეკორდულია.

„2019 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სირთულეებით. მთავრობისა და კერძო სექტორის დაუღალავი მუშაობით ჩვენ ერთობლივად შევძელით აღმოგვეფხვრა ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები. კერძო სექტორთან აქტიური, კოორდინირებული თანამშრომლობით დიდი სამუშაო გავწიეთ და შევიმუშავეთ ანტიკრიზისული გეგმა, ასევე, გავატარეთ მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა, როგორიცაა მიზნობრივ ბაზრებზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლება, მაღალი ხარისხის ტურისტული პროდუქტის შექმნა, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. შედეგად 2019 წლის ბოლოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა. 2019 წელს საქართველომ საერთაშორისო მოგზაურისა და ტურისტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა. საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა.

განსაკუთრებული ზრდა გვაქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან და ფაქტობრივად ყველა იმ ქვეყნიდან, რომელთა შესახებაც ჩვენ 2019 წლის დასაწყისში საჯაროდ განვაცხადეთ, რომ დავიწყებდით აქტიურ კამპანიებს.

მინდა გითხრათ, რომ წელს ვაგრძელებთ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და ყველა აქტივობას, რომ მოხდეს ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ტურიზმისა და შემოსავლების გაზრდა, დასაქმების ხელშეწყობა.

ჩვენი მიზანია ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია, ახალი ბაზრების ათვისება, მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვა, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რომ ხელი შევუწყოთ ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ბიზნესებს და ამ სფეროში დასაქმების მსურველებს“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.