მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2019 წელს საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია სახარბიელო არ იყო", - თამაზ დაუშვილი

5e2abbdc51662
ინგა მურუსიძე
24.01.20 13:50
1031
2019 წელს საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია სახარბიელო არ იყო, - ამის შესახებ "დიოს" აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა განაცხადა.

ის ასევე გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს შესახებ გავრცელებულ წერილს, რომელშიც მათ საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ვარდნის და მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო გააკრიტიკეს.

"2019 წელს საქართველოში ეკონომიკური სიტუაცია არ იყო სახარბიელო და ეს ყველასთვის ცნობილია. ვფიქრობ, ბევრი რამ არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოში საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ძირითადი პრობლემა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის არის ნაკლები ინვესტიციები, რადგან ინვესტიციების გარეშე საქართველოს ეკონომიკის განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ის, რომ ვერ ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის ანაკლია, ეს არ არის ნამდვილად კარგი ქვეყნისთვის და ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პროექტი რაც შეიძლება, სწრაფად განხორციელდეს. დასანანია, რომ ამდენი დრო დაიკარგა. იმედი მაქვს, ჩვენი ქვეყანა მოახერხებს იმას, რომ ასეთი დიდი პროექტები განხორციელდეს. აქ იმყოფება კომპანია BP, ვფიქრობ, თუ წარმოვიდგენთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ამ კომპანიასაც იგივე პრობლემა რომ შექმნოდა, ყველა ვთანხმდებით, რომ ეს იქნებოდა ძალიან ცუდი", - განაცხადა დაუშვილმა.