21.იანვარი .2020 20:00

"2019 წელს ტურიზმში სეგმენტაცია შეიცვალა" - „კრონ პალას თბილისის“ გენდირექტორი

views 488
უკან

„ბოლო სამი წელია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია ძირითადად ირანის და საუდის არაბეთის ქვეყნებით იყო დატვირთული და 2019 წელს სეგმენტაცია საკმაოდ შეიცვლა“, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტურმო „კრონ პალას თბილისის” გენერალურმა დირექტორმა მაია მახათაძემ გასული წლის შეჯამებისას განაცხადა.

„2019 წელს ევროპიდან გვქონდა ძალიან მაღალი მაჩვენებელი. ეს იყო შვედეთი, პოლონეთი, ფინეთი, აზიიდან - მალაიზია და ტაილანდი, ასევე ისრაელი. ირანიდან და საუდის არაბეთიდან ჩვენთან ტურისტები თითქმის აღარ ჩამოდიან; მატება გვაქვს ევროპიდან, აზიიდან“, - ამბობს მაია მახათაძე.

კითხვაზე - რამ გამოიწვია ტურისტების სეგმენტის ცვლილება, სასტუმროს გენერალურმა დირექტორმა რამდენიმე მიზეზი გამოყო:

„ირანის შემთხვევაში, თვითონ ქვეყანას აქვს შიდა ინფლაცია და ამიტომ ცოტა კრიზისული ეკონომიკური მდგომარეობაა; გარდა ამისა,  აღნიშნული მიმართულებიდან ჩამომსვლელ ტურისტებს ქვეყანაში საზღვრის კვეთისას გარკვეული ბარიერი ექმნებათ. ძალიან ხშირად გვაქვს ჯავშნები, რომლებიც ხშირად ჩვენამდე ვერ აღწევენ, საზღვრიდან აბრუნებენ უკან. საუდის არაბეთს რაც შეეხება, ქვეყანამ გადაიტანა აქცენტები და საქართველო აღარ არის პრიორიტეტული მიმართულება".

ამასთან, 2019 წლის შეფასებისას, სასტუმროს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ წლის განმავლობაში არსებული სირთულეების მიუხედავად, „კრონ პალას თბილისმა“ წელი პოზიტიური შედეგებით და დამსვენებლების  10%-მდე ზრდით დაამთავრა. 

„2019 წლის იანვარ-თებერვალი საკმაოდ უარყოფითად გვქონდა დატვირთული, იმიტომ ქვეყანაში იყო ღორის გრიპის ვირუსი და ქვეყნები პირდაპირ ავრცელებდნენ უარყოფით ნოტას თავისი მოქალაქეებისთვის, რომ შეეკავებინათ თავი საქართველოში მოგზაურობისგან, რაც უარყოფითად აისახა ჩვენზე. იანვარ-თებერვალი ისედაც დაბალი აქტივობით ხასიათდება. ჩვენს სასტუმროში 10%-იანი კლება გვქონდა, თუმცა შემდეგ ტურიზმის მონაცემები გაიზარდა და დადებითი ტენდენცია შეინიშნებოდა... მერე ივნის-ივლისში დაიძაბა მდგომარეობა, თუმცა აგვისტოს პერიოდში თავი მოიძლიერა ტურიზმის სექტორმა. ჯამში, საკმაოდ მოძლიერდა შემდეგი თვეები და ფაქტობრივად დააბალანსა სიტუაცია, ამიტომ გამოდის რომ კლება ზაფხულში მაინც არ გვქონია, იყო სტაბილური მდგომარეობა და შემდეგ გადავედით მატებაში. სასტუმროს, დაახლოებით, 5-10%-მდე მატება ჰქონდა, მაშინ როდესაც 2018 წელს ზრდა 5% იყო", - განაცხადა მაია მახათაძემ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა