02.ოქტომბერი .2019 18:36

"2020 წელს 70 000 აბონენტისთვის შევძლებთ სასმელი წყლის მიწოდებას"

views 172
უკან

„დღეის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 60% წყალმომარაგების სისტემებით დაფარული გვყავს. ასე რომ, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ, მაგრამ 256 მლნ ლარის ინვესტიციის ჩადების შემდეგ ჩვენ 2020 წელს დაახლოებით 70 000 აბონენტისთვის შევძლებთ სასმელი წყლის მიწოდებას,“ - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა.

როგორც ცქიტიშვილი აღნიშნავს, წყალგაყვანილობის სფერო საქართველოში ძალიან დიდ ინვესტირებას საჭიროებს.

„იცით, რომ ჩვენს მოსახლოებას წყლის მომსახურება, ან წყალმომარაგება, 24-საათიან რეჟიმში ან არ აქვს, ან იქაც კი, სადაც სისტემებია გაყვანილი, ეს ძველი სისტემებია, ხოლო წყლის ხარისხი ხანდახან სასმელ წყლის სტანდარტს არ შეესაბამება“ -  განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის: 2020 წელს 256 მლნ-ზე მეტი უნდა დაიხარჯოს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე. 2020 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყალმომარაგების პროექტების დაფინანსებას 40 მლნ-ით ზრდის.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა