მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2020 წელს ბენზინისა და დიზელი იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან განხორციელდა"

600147460b2ad
BM.GE
15.01.21 11:39
886
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1106 ათასი ტონა, რაც 10 ათასი ტონით ანუ 0,9%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან (1096 ათასი ტონა) შედარებით.

მათ შორის, 2020 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 540,4 ათასი ტონა (კლება გასული წლის მაჩვენებელთან - 544,3 ათასი ტონა - შედარებით 3,9 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 565,6 ათასი ტონა (მატება გასული წლის მაჩვენებელთან - 551,7 ათასი ტონა - შედარებით 13,9 ათასი ტონით ანუ 2,5%-ით).

2020 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 342,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31%-ს შეადგენს (ზრდა გასული წლის მაჩვენებლთან შედარებით - 329,9 ათასი ტონა - 12,9 ათასი ტონით ანუ 3,9%). შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 214,9 ათასიტონა - 19,4% (ზრდა 44,7 ათასი ტონით ანუ 26,3%), რუმინეთი - 206,9 ათასი ტონა - 18,7% (კლება 93,1 ათასი ტონით ანუ 31%), ბულგარეთი - 112 ათასიტონა - 10,1% (მატება 19,6 ათასი ტონით ანუ 21,2%); თურქმენეთი - 104,7 ათასიტონა - 9,5% (კლება 14,7 ათასი ტონით ანუ 12,3%), საბერძნეთი - 45 ათასი ტონა - 4,1% (კლება 15,7 ათასი ტონით ანუ 25,9%), ყაზახეთი - 41,5 ათასი ტონა - 3,7% (მატება 39,6 ათასი ტონით ანუ 2084,2%), თურქეთი - 16,6 ათასი ტონა - 1,5% (კლება 3,2 ათასი ტონით ანუ 16,2%), მოლდოვა - 10,6 ათასი ტონა - 0,9% და სხვა.

კავშირი აღინიშნავს, რომ რუსეთი ბოლო 3 წლის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელია საქართველოში. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქიდან მხოლოდ დიზელის საწვავის იმპორტი ხორციელდება და ის ამ პროდუქტის ყველაზე მსხვილი მომწოდებელია.