მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2020 წელს სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების რიცხვი 24%-ით შემცირდა"

5f0eae6595081
ინგა მურუსიძე
15.07.20 12:00
884
2020 წელს 2019 წელთან შედარებით 24%-ით არის შემცირებული უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ შრომის ინსპექციის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„2015 წლიდან დღემდე გადადგმული ნაბიჯები მნიშვნელოვნად აისახა 2019-2020 წლების სტატისტიკაში, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს 24%-ით არის შემცრებული უბედური შემთხვევები სამუშაო ადგილზე, ხოლო 2019 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკის შედარებისას 2020 წლის იგივე პერიოდზე, ჩვენ ვხედავთ, რომ 35%-ით არის შემცირებული, რაც შთამბეჭდავვი რიცხვია. ჩვენ უნდა შევქმნათ მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.