2021 ფინტექ-კომპანიების აღზევების წელი იყო. ამის შესახებ “საქმიან დილაში” “ფინტექ ასოციაციის” თავმჯდომარემ დავით კიკვიძემ ისაუბრა.
“2021 წელი საინტერესო და ნაყოფიერი წელი იყო ფინტექ-კომპანიებისთვის, მას აღზევების წელი შეიძლება ვუწოდოთ. სტარტაპების პროგრამებს თუ გადავავლებთ თვალს, ყველგან ფინტექ-კომპანიები არიან გამარჯვებული. გაიზარდა ამ კომპანიებზე როგორც მოთხოვნა, აგრეთვე მათი ქართველი მომხმარებლებიც, განსაკუთრებით პანდემიის ფონზე. იმიტომ რომ დისტანციურ რეჟიმში ყველანაირი ტიპის პროდუქტის მოთხოვნა და სერვისის მიწოდება უპირველესი მოთხოვნილება გახდა საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად აქამდე თუ ვინმე მობილური აპლიკაციებით და ციფრული პლატფორმით არ სარგებლობდა, მათაც მოუწიათ ჩართვა. თავისთავად ამან გამოიწვია ამ სფეროს წინსვლა", - აღნიშნა კიკვაძემ.
მისივე თქმით, ქართული ფინტექ-კომპანიები ჯერჯერობით განვითარების ეტაპზე არიან, უმეტესობა სტარტაპების დეფინიციით შეიძლება მოვიხსენიოთ, თუმცა არიან საკმაოდ ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებსაც ძლიერი კაპიტალი აქვთ და შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება საქართველოში შემოვიდნენ, კონკურენცია გაუწიონ.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფინტექ-კომპანიების შემოსვლა, რაც ქვეყანაში ინვესტიციების შემოსვლას გულისხმობს. ასევე, საქართველოში საერთაშორისო გამოცდილების შემოსვლა ქართულ ბიზნესს დიდ ბიძგს მისცემს, აგრეთვე ქართული რეალობა შესაძლოა ერთგვარი ჰაბი გახდეს ფინტექ-კომპანიებისთვის", - აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, “ფინტექ ასოციაციამ“ 2021 წლის გაზაფხულზე ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% ძალიან აქტიურად იყენებს ფინტექ-პროდუქტებს, თუმცა მათმა დიდმა ნაწილმა ფინტექის მნიშვნელობა არ იცის.
ფინტექ-კომპანიები ფინანსურ მომსახურებას კომპიუტერული პროგრამისა და ტექნოლოგიების მეშვეობით ახორციელებენ, რომლის შედეგადაც მომხმარებლებს უფრო მარტივად და სწრაფად შეუძლიათ დაგეგმონ და აკონტროლონ ბიზნესები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინტექ ასოციაცია 2020 წლის შემოდგომაზე შეიქმნა და დღეისთვის ის საქართველოში მოქმედ 13 ფინტექ-კომპანიას აერთიანებს. ასოციაციის წევრები არიან „კერნელი“, eMoney, PayZe, OPPA, mogo, GeoPay, CityPay.io, Signify, Cryptal, kvalifika, Space, MYFAZENDA, NEOLLET.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ