მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2021 წლის გაზაფხულზე მსოფლიოს COVID-19-ის ერთზე მეტი ვაქცინა ექნება" - ოქსფორდის პროფესორი

5faa7fe01e660
ანნა ლაპიაშვილი
10.11.20 23:40
830
„ალბათ მე პირველი ვარ, ვინც ამას ამბობს, მაგრამ ვიტყვი ამას დარწმუნებით“, - ასე პასუხობს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ვაქცინის ექსპერტი ჯონ ბელი, კითხვას: "ნიშნავს თუ არა ვაქცინა იმას, რომ გაზაფხულისთვის ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს უნდა დაუბრუნდეს".

როგორც ბრიტანული გამოცემა Guardian-ი წერს, პროფესორის თქმით, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში 2020 წლის წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში ერთზე მეტი ვაქცინა იქნება და იგი ვერ ხედავს მიზეზს, რატომ არ უნდა იყოს ქვეყანაში ხელმისაწვდომი სხვადასხვა სახის კარგი ვაქცინა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა, და ვაქცინის ექსპერტმა განცხადებას იმაზე, რომ ცხოვრება ჩვეულ რიტმს მომავალი წლის გაზაფხულისთვის უნდა დაუბრუნდეს, მას შემდეგ გააკეთა, რაც ფარმაცევტული კომპანიების Pfizer/BioNTech-ის განცხადება გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ამ კომპანიების მიერ ერთობლივად შექმნილმა ვაქცინამ კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 90%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

კომპანიების განცხადებით, 2020 წლის ბოლომდე ისინი ვაქცინის 50 მილიონი დოზის დამზადებას შეძლებენ, 2021 წელს კი ამ მაჩვენებელს 1,3 მილიარდამდე გაზრდიან.

ამასთან, ვაქცინაზე მომუშავე კიდევ ერთმა კომპანიამ შვედურ-ბრიტანულმა AstraZeneca-მ კორონავირუსის ვაქცინის (Oxford-Astrazeneca-ს ვაქცინა) მასობრივი წარმოება კლინიკური კვლევების დასრულებამდე დაიწყო.