მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2022 წელი ვალების გასტუმრების წელი იქნება" - რა ეკონომიკური გეგმები აქვს მთავრობას?

61e2d053e1ba5
BM.GE
15.01.22 18:12
1538
"2022 წელი იქნება საკმაოდ პოზიტიური. 2021-მა თავისი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და ტურიზმის დაჩქარებული აღდგენით შექმნა კარგი საფუძველი ამისთვის"- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა 2022 წლის ეკონომიკურ პროგნოზებზე საუბრისას BM.GE-სთან განაცხადა. ნათია თურნავას თქმით, მთავრობა წელს სულ მცირე 6%-იანი ეკონომიკური ზრდას, ლარის სტაბილურობას, "ტურიზმის საბოლოო გამოცოცხლებას და აღდგენას" და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას ელის.

მიმდინარე წლის გეგმაშია საგარეო ვალის მოცულობის შემცირებაც. თუ ცენტრალური ბანკის 2021 წლის სამი კვარტლის მონაცემებს დავეყრდნობით, აღნიშნული პერიოდის მდგომარეობით სახელმწიფოს 7.7 მილიარდი დოლარის ვალი ჰქონდა.

"2022 წელი ასევე იქნება ვალების გასტუმრების წელი, რადგან იცით, რომ ჩვენ ვგეგმავთ საკამოდ მაღალი სახელმწიფო ვალი, რომელიც პანდემიის გამო გაიზარდა, მშპ-სთან მიმართებით 60%-დან 50%-მდე ჩამოვიდეს, რაც დადებითი განაცხადია. პოზიტიური მოლოდინი გვაქვს ინფლაციის მოთოკვასთან მიმართებით, რადგან ერთ-ერთი დიდი გამოწვევა, რაც ჩვენ დღეს გვრჩება და რაც მოიტანა მთელს მსოფლიოში პანდემიამ, ეს არის ფასების ზრდა, მოლოდინი გვაქვს, რომ პირველი კვარტლის შემდეგ ფასები წამოვა ქვევით, ინფლაციური პროცესები შენელდება და წლის ბოლოს ინფლაცია თავის ჩვეულ დაბალ დონეს დაუბრუნდება, რაც ამ წლების მანძილზე იყო.

ამისთვის მნიშვნელოვანია ჩვენ შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, პოლიტიკური სტაბილურობა რა თქმა უნდა იქნება უზრუნველყოფილი, რადგან ჩვენ არ ველოდებით არჩევნებს და ამასთან არ დავუშვებთ პოლიტიკურ ექცესებს, ესეც დადებით მოლოდინებს ქმნის ბიზნესზე, ესეც კარგად მოქმედებს ლარის სტაბილურობაზე და ინფლაციის მოთოკვაზე"-განაცხადა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობა 51.1%-ზე არის დაგეგმილი.