მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2022 წელს ღვინის ექსპორტი 33%-ით შემცირდება" - TBC Capital

62495e15f2ed5
მარიამ იზორია
03.04.22 16:38
2580
"თიბისი კაპიტალმა" ქართული ღვინის ინდუსტრიის კვლევა ჩაატარა და ღვინის ექსპორტზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა შეაფასა. მიმოხილვის მიხედვით, 2021 წელს ღვინის ექსპორტში რუსეთის წილი 56%, უკრაინის კი 10%ს შეადგენდა.

"თიბისი კაპიტალის" კვლევების სამსახურის უფროსი ირინა კვახაძე, გადაცემა "საქმიან დილაში" აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის გათვალისწინებით, საქართველოს, ღვინის ექსპორტში 30%-იანი შემცირება ექნება.

„ერთი, რაც ცხადია, 2006 წელს რუსეთის მიერ ღვინოზე დაწესებული ემბარგოს შემდეგ, დღეს ჩვენი ბაზარი უფრო დივერსიფიცირებულია. თუმცა რუსეთისა და უკრაინის წილი ჩვენ ექსპორტში ჯამში, დაახლოებით, 57-65%-ს შეადგენს. ჩვენი მოლოდინით, ომის გარეშე სცენარით, თუ ექსპორტი ისეთ ტემპს შეინარჩუნებდა, როგორიც 2021 წელს ჰქონდა, მაშინ 11%-იან ზრდას ველოდით, თუმცა არსებული ვითარების გათვალისწინებით, ექსპორტის 30%-იან შემცირებას ვვარაუდობთ“, - ამბობს კვახაძე.

ცნობისთვის: "თიბისი კაპიტალის" ღვინის ინდუსტრიის მიმოხილვის მიხედვით, 2021 წელს საქართველომ ღვინის ექსპორტით $234 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, მათ შორის რუსეთიდან მიღებულმა შემოსავალმა $130 მლნ, უკრაინიდან კი $23 მლნ შეადგინა.