მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2025 წლისთვის, მოსახლეობას ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომა უნდა ჰქონდეს“ - ეკა ყუბუსიძე

5fb4fac2b5ea3
ვიქტორია მღებრიშვილი
18.11.20 15:10
806
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის ეკა ყუბუსიძის განცხადებით, 2025 წლისთვის, ევროპის გეგაბიტ საზოგადოების სტრატეგიასთან თანხვედრაში, საწარმოებს და იურიდიულ პირებს 1 გეგაბიტ/წმ-ში, ხოლო მოსახლეობას - 100 მეგაბიტ/წმ-ში ინტერნეტთან მინიმალური სიჩქარით წვდომის შესაძლებლობა ექნება. ამის შესახებ მან ინტერნეტ – კორპორაცია ICANN-ის მიერ ორგანიზებული აღმოსავლეთ ევროპის დომენური სახელებისა და ნომრების მინიჭების მეხუთე ფორუმის (EEDNSF) ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობისას ისაუბრა.

მისი თქმით, ეს უწყების ამბიციური გეგმაა, რომლის მიღწევა დომენური სახელების დაცვის გაერშე შეუძლებელია.

„საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს ციფრული ეკონომიკისა და ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს“, - განაცხადა მან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება, რომლის პარტნიორია ინტერნეტ პროვაიდერი – Caucasus Online, 18 – 19 ნოემბერს ონლაინ ფორმატში გაიმართება და ის ძირითადად დომენური სახელების DNS–ს საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხს მიეძღვნა. ფორუმში მონაწილეობდნენ პროფილური საჯარო, კერძო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც დომენური ინდუსტრიის უახლეს რეგიონალურ და გლობალურ ღონისძიებებსა და ტენდენციებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ფორუმზე განხილული იქნება დომენის ინდუსტრიის სხვადასხვა – ბიზნეს, ტექნიკურ და პოლიტიკური ასპექტები. პროგრამა მოიცავს შემდეგ მნიშვნელოვან თემებს:

- რეგიონალური აქცენტი დომენური სახელების ინტერნაციონალიზაციაზე (IDN) და უნივერსალური (UA) მიღებაზე;
- იდენტიფიკატორი ტექნოლოგიის ქმედუნარიანობის მაჩვენებლები (ITHI) და ICANN DNS -ს ეკოსისტემის გაუმჯობესება;
- DNS - ის ექსპლუატაცია და უსაფრთხოების შესაძლებლობათა გაძლიერება, ბიზნესის წარმოება უწყვეტობა რეგისტრატორებისათვის. რეგიონული მიდგომა.

აღმოსავლეთ ევროპის დომენური სახელებისა და ნომრების მინიჭების მეხუთე ფორუმში ასევე მონაწილეობენ ICANN - ის მმართველობის თავმჯდომარე მარტენ ბოტემანი და აღნიშნული ორგანიზაციის მმართველობის წევრი დანკო ევტოვიჩი.
(NS)