08.ივლისი .2022 16:30

"2030 წლამდე $3 მლრდ-ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპროტს უნდა მივაღწიოთ" - ხანიშვილი

"2030 წლამდე $3 მლრდ-ის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპროტს უნდა მივაღწიოთ" - ხანიშვილი
views 738
უკან

„პროგრამულად გაწერილია, რომ 2030 წლამდე საქართველოდან $3 მლრდ-ის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს უნდა მივაღწიოთ“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

როგორც გელა ხანიშვილი განმარტავს, სახელმწიფო მაქსიმალურად ჩართულია, რათა ფერმერებმა შესაბამისი სერთიფიცირება გაიარონ და თითოეული ბაზრის მიკვლევადობის ეტაპები გაიარონ.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ არის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთი და რამდენად აკმაყოფილებენ მეწარმეები ევროპის ბაზრისთვის შესაბამის ხარისხს, ხანიშვილი ასე პასუხობს:

„პროგრამულად გაწერილი გვაქვს, რომ საქართველოდან წელს სამი მილიარდი დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს მივაღწიოთ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რათა ფერმერებმა შესაბამისი სერთიფიცირებისა და ეტაპების გავლით თითოეულ ბაზარზე ხელმისაწვდომობა გაზარდონ. ქვეყანა ევროპაში ყველაფერს ყიდის, მათ შორის, ატამს, ალუჩას.. თუმცა ექსპორტი იმ ქვეყნებში ხორციელდება, რომელიც მაღალ ფასს იხდიან. მაგალითად, დღეს ევროპაში მოცვის ღირებულება 2-3 ევროა, როცა რუსეთში ფასი 9-10 დოლარიდან იწყება. ამიტომ ნებისმიერი ექსპორტიორი დაინტერსებულია იმ ბაზრით, რომელიც მის პროდუქტს მაღალ ფასში იყიდის,“ - განმარტავს ხანიშვილი.

მისი თქმით, 2021 წელს ექსპორტზე მილიარდ 142 მლნ დოლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გავიდა. 

 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა