მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"25 წლის განმავლობაში „ქართუმ“ საქველმოქმედო პროექტებში $3 მილიარდზე მეტი დახარჯა"

5f7ad38e55652
ინგა მურუსიძე
05.10.20 12:25
1058
"25 წლის განმავლობაში ფონდ „ქართუს“ 3 მლრდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული საქველმოქმედო პროექტებში", - ამის შესახებ ფონდის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართუს“ პროექტებმა მოიცვა თითქმის ყველა სფერო, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას.

„ამ მხრივ განხორციელებული გვაქვს ძალიან ბევრი პროექტი, წლების განმავლობაში ვზრუნავდით თბილისის და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებზე, აღდგენილი გვაქვს ნაკრძალების და ეროვნული პარკების ინფრასტრუქტურა. დასრულდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში, რაც უნიკალურ პროექტს წარმოადგენს.

დაწყებულია ურბანული ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც მოიცავს მთაწმინდის ფერდობზე ტყის აღდგენას, რაც ძალიან მალე თბილისსს გაუჩენს 700 ჰა მოცულობის უნიკალურ ტყეს. აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავაანონსოით უნიკალური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ბიძინა იბანმი ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საჩუქრად გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტს და „ქართუ“ იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ უახლოეს მომავალში თბილისში ახალი, მულტიფუნქციური სარეკრეაციო ზონა იქნება“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

ინფორმაციისთვის: როგორც დღეს გახდა ცნობილი, ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ფონდმა "ქართუმ" თბილისს საჩუქრად გადასცა, სადაც თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.