მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"26 მაისის მთავარი სლოგანია „ევროპისკენ“ - ამით ვამბობთ, რომ ისტორიულად ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ"

628f7c8b9fa9a
მარიამ იზორია
26.05.22 19:20
717
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ საქართველოს მოსახლეობას დამოკიდებლობის დღე ფოთიდან მიულოცა, სადაც სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე უწყების მიერ მოწყობილი პავილიონები და სივრცეები დაათვალიერა.

მისი თქმით, დღეს, ეკონომიკის სამინისტროm ფოთის მთავარ მოედანზე მოსულ მოქალაქეებს ბევრი სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით და ისტორიული გამოფენით უმასპინძლა, სადაც მათ შორის წარმოჩენილი იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარება და ევროპასთან დაახლოება. გარდა ამისა, გაიმართა სხვადასხვა სპორტული, ასევე საბავშვო აქტივობა და მუსიკალური შოუ.

„26 მაისი ის დღეა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აერთიანებს. წელს ამ დღის მთავარი სლოგანია „ევროპისკენ“, რითიც კიდევ ერთხელ გვსურს ვთქვათ, რომ ისტორიულად ჩვენ სწორედ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ვართ. ფოთი ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია - ნიკო ნიკოლაძემ აქცია ეს ქალაქი ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ამიერკავკასიაში პირველი, თბილისი-ფოთის რკინიგზა აიგო, გაშენდა ხიდები, მოეწყო ნავსადგური, განვითარდა ვაჭრობა და მრეწველობა, განათდა ქუჩები“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის ყველა ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებებით აღინიშნება. სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ეკონომიკის სამინისტრო ღონისძიებებზე რამდენიმე ლოკაციით არის წარმოდგენილი, მათ შორის, თბილისში, ფოთსა და მესტიაში.