21.მარტი .2020 10:55

"3 პრობლემური პაციენტის, მათ შორის ასაკოვანი ქალბატონის, მდგომარეობა სტაბილურია"

უკან

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 3 პრობლემური პაციენტის, მათ შორის ასაკოვანი ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, მეოთხე, მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და უკვე მსუბუქად ფასდება.

„გვყავს მხოლოდ 3 პრობლემური პაციენტი, მათი მდგომარეობა სტაბილურია, ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება არ იქნება და ასე გავალთ ბოლომდე. მეოთხე პაციენტი, რომელიც არის მძიმე პნევმონიით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მდგომარეობა დასტაბილურდა და საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება არასრულწლოვნებს, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ: ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-ს შეადგენს, მათ შორის 1 გამოჯანმრთელებულია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა