მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"38 ინფიცირებულიდან 22 პირი საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა" - მარინა ეზუგბაია

5f4f44bc60977
ინგა მურუსიძე
02.09.20 11:09
1154
"ბოლო 24 საათში ინფიცირებული 38 პაციენტიდან 22 ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდანაა, ხოლო 5-ის ინფიცირების წყარო უცნობია" - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 16 აპრილის შემდეგ ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„38 ახალი ინფიცირებულიდან 22 არის ბათუმის საკონდიტრო „დონას“ კლასტერიდან, 7 არის დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტი, 4 შემოტანილი შემთხვევა, მათგან 2 - სატვირთოს მძღოლი. 5 პირზე მიმდინარეობს კვლევა კონტაქტების მოძიების თვალსაზრისით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ის მიიჩნევს, რომ კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს და ასევე, ადამიანებმა თავის დაცვა უნდა გააგრძელონ.