მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"39 ქვევრის" ღვინოები ბრაზილიაში გაიყიდება

62ac99636e65e
მარიამ იზორია
18.06.22 01:00
1280
ღვინის მწარმოებელი კომპანია „39 ქვევრი“ ექსპორტს ბრაზილიაში განახორციელებს. როგორც bm.ge-სთან "39 ქვევრის" მეღვინე დიმიტრი ფოცხვერაშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის 2000 ბოთლი უკვე გამზადებულია და ახალ ბაზარზე უახლოეს პერიოდში გაიგზავნება.

კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ქართული ღვინო უცხოურ ბაზრებზე ჯერ მაინც უცხოა, რადგან ისინი ღვინის ევროპული მეთოდით დაყენებას არიან მიჩვეულები.

„ბრაზილიაში მცირე მოცულობის ღვინის ექსპორტია დაგეგმილი. საუბარია 2000 ბოთლზე. ბრაზილია საინტერესო ბაზარია, ჩვენი ღვინო ძალიან მოეწონათ. ვიმედოვნებთ, მომავალში რაოდენობა გაიზრდება და ინტერესი მეტი იქნება. ზოგადად ქართული ღვინისთვის ადგილობრივ ბაზარზეც კი რთულია ფეხის მოკიდება. ჩვენ ძირითად აქცენტს ექსპორტზე ვაკეთებთ. საინტერესო ბაზრებია ჩინეთი, აშშ, იაპონია, კორეაც, რომელიც ახალი ბაზარია.

ექსპორტის მიმართულებით ძირითადი სირთულე ცნობადობის ნაკლებობაა, ქვეყნებისთვის ქართული ღვინო მაინც უცხო ხილია. ამ მიმართულებით გვაქვს სამუშაო“, - ამბობს დიმიტრი ფოცხვერაშვილი.

ქართლისა და კახეთის ჯიშების მწარმოებელი კომპანიის „39 ქვევრის“ მარანი საგურამოში მდებარეობს. კომპანიას ამ ეტაპზე სრული დატვირთვით არ მუშაობს, თუმცა ჯამში 60 ტონა ყურძნის გადამუშავების პოტენციალი აქვს. "39 ქვევრის" ღვინოები ადგილობრივ ბაზარზე 80-მდე რესტორანსა და ბარში იყიდება, ამასთან ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყანაში გადის.