06.სექტემბერი .2021 12:02

"4 100-ზე მეტმა მევენახემ 45 მლნ ლარამდე ღირებულების ყურძენი ჩააბარა"

"4 100-ზე მეტმა მევენახემ  45 მლნ ლარამდე ღირებულების ყურძენი ჩააბარა"
views 550
უკან

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 6 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში გასულ წელთან შედარებით 6-ჯერ მეტი ყურძენია გადამუშავებული.

მათივე ცნობით, დღეისთვის კახეთში გადამუშავდა 47 ათას ტონამდე ყურძენი, რაც თითქმის 6-ჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 2020 წლის 6 სექტემბრის მდგომარეობით კახეთში 8 ათას ტონამდე ყურძენი იყო გადამუშავებული.

„რთველი 2021-ის ფარგლებში მოსავალი ღვინის საწარმოებს 4 100-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, მათი შემოსავალი 45 მლნ ლარს აღწევს.

კახეთში ნასეტყვი ყურძნის დაბინავდება დღეს სრულდება - 26 აგვისტოს შემდეგ გადამუშავებულია 15 ათას ტონამდე ნასეტყვი ყურძენი.

კონდიციური ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთში ტრადიციულად დედოფლისწყაროსა და სიღნაღიდან დაიწყო, მიმდინარე კვირიდან კი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად გაგრძელდება“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა