საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა შესანიშნავი ინიციატივაა, - ამის შესახებ ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური სტარტაპის, Glovo-ს თანადამფუძნებელმა, საშა მიშომ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა. მიშო, რომელიც სააგენტოს უკანასკნელი კონკურსის ჟიურის წევრი იყო, პარალელს სხვა ქვეყნებთან ავლებს და აღნიშნავს, რომ ასეთი პროექტები მსოფლიოში ძალიან ცოტაა.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ GITA-ს ინიციატივა შესანიშნავია. როგორც იცით, Glovo 25 ქვეყანაში ოპერირებს და შესაბამისად, ბევრი ქვეყნის მონახულება მიწევს, მაგრამ ასეთი ინიციატივა მსოფლიოში ძალიან ცოტაა. წელიწადში ორჯერ, პროექტში 70 სტარტაპი მონაწილეობს, რაც 100-ს სტარტაპს უდრის, რომელთაგან 40 იმარჯვებს. თან, საუბარია 6 მილიონ ლარზე, რაც საკმაოდ დიდი თანხაა. ვფიქრობ, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი კომპანიებისთვის ეს შესანიშნავი დასაწყისია. სიმართლე ითქვას, სტარტაპების უმეტესობა მარცხს განიცდის და რამდენიმე გაამართლებს - ასეთია ეკოსისტემა“, - განაცხადა საშა მიშომ.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამის გარდა, საშა მიშო უშუალოდ დამფუძნებლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისინი მხოლოდ საქართველოზე არ ფოკუსირდებიან და გლობალურად ფიქრობენ.
„საგრანტო პროგრამაში ბევრი საინტერესო პროექტია, ხოლო დამფუძნებლები ახალგაზრდები არიან და საქართველოს გარდა გლობალურადაც ფიქრობენ. საქართველო შედარებით მცირე ზომის ქვეყანაა და ყველა, ვინც ტექნოლოგიურ ბიზნესს ქმნის, შემდეგ ნაბიჯებზე ფიქრობს. დამფუძნებლებს პროტოტიპის შექმნა და საქართველოში მისი ამუშავება სურთ. შემდეგი ნაბიჯებისთვის კი, ზოგიერთი რეგიონში გაფართოებას, დანარჩენები კი, ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე გასვლას განიხილავს. საბოლოო ჯამში 4-5 პროექტი განსაკუთრებით მომეწონა. ამასთანავე, ძალიან სასიამოვნოა ბევრი ქალი დამფუძნებლის ხილვა. ისინი ენერგიულები და ენთუზიაზმით სავსე და ჭკვიანები არიან“, - აღნიშნა Glovo-ს თანადამფუძნებელმა საშა მიშომ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის უკანასკნელი კონკურსი დეკემბრის დასაწყისში ჩატარდა - პროექტის ფარგლებში, ოცი სტარტაპი დაჯილდოვდა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
მილიარდობით რუპია გვაქვს ინდურ ბანკებში, რასაც ვერ ვიყენებთ - ლავროვი
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი