მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"5-8 წლის განმავლობაში ნუშის ექსპორტიდან 100 მლნ დოლარის მიღება შეგვიძლია"

5f12a3a3dc192
ანა ჯოხაძე
18.07.20 20:00
4487
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის მრჩეველი გიორგი სვანიძე მიიჩნევს, რომ ნუშის კულტურას აქვს იმის პოტენციალი კონკურენცია გაუწიოს თუნდაც თხილს და საქართველოსთვის ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტე პროდუქტი გახდეს. სვანიძის პროგნოზით, ქვეყანას 5-8 წლის განმავლობაში ნუშისგან 100 მლნ აშშ დოლარის მიღება შეუძლია.

“შემოსავლების ნაწილში რომ განვიხილოთ ნუში, რომელიც დეფიციტური პროდუქტია მსოფლიოში, საპიწონედ დაუდგება თხილს. თუ სწორედ განვითარდა ნუშის პლანტაციები, მისი ექსპორტზე გასვლით, ჩემი პროგნოზით, მომავალი 5-8 წლის განმავლობაში ჩვენ 100 მლნ აშშ დოლარი შემოსავლის მიღებას შევძლებთ"-აცხადებს სვანიძე.

ქართული ნუშით საერთაშორისო კომპანია უკვე დაინტერესდა. სვანიძის თქმით, კომპანია “ოლამის” წარმომადგენლებმა ქართული ნუშის ბაღები დაათვალიერეს.

“საქართველოში ბოლო 5-6 წელია, რაც დაიწყო ნუშის ბაღების გაშენება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პლანტაცია, რომელიც დღეს 2000 ჰექტარ ფართობზეა ბიზნესმენმა თემურ უგულავამ გააშენა. ჩვენ გვქონდა უკვე შეხვედრა კომპანია “ოლამთან”, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა 20 მლრდ-იანი ბრუნვით და მის საკუთრებაშია 500 მილიონი ჰექტარი მთელს მსოფლიოში, სადაც გაშენებული აქვს ნუში, თხილი, კეშუ, კაკლეული და ა.შ.

კომპანიის წარმომადგენლებმა მოინახულეს ის ბაღები, რაც იყო საქართველოში. ქართველ გლეხს უკვე აღარ დასჭირდება იწვალოს და მოძებნოს სხვადასხვა ბაზრები. არის კომპანია, რომელიც აქვე შეისყიდის ევროპული ფასებით ნუშს"-ამბობს გიორგი სვანიძე.