04.მაისი .2020 11:33

"5 მაისიდან გავცემთ შესაბამის ნებართვებს" - რომელი ბიზნესები ამუშავდება ხვალიდან?

views 9396
უკან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე  ეკონომიკის გახსნის 6-ეტაპიან გეგმაზე ისაუბრა და ის ბიზნესები დაასახელა, რომელიც 5 მაისიდან ამოქმედდება.

„5 მაისიდან ჩვენ გავცემთ შესაბამის ნებართვებს, რომ მუშაობა განაახლოს სამშენებლო სექტორში მომუშავე ყველა კომპანიამ. და ყველა იმ კომპანიამ, რომელიც დაკავებული არის სამშენებლო მასალების წარმოებით. აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის კომპანია, რომელიც სხვადასხვანაირად არის დაკავშირებული სამშენებლო ბიზნესთან, ხვალიდან შეძლებს მუშაობის განახლებას.

აქ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, სპეციალური გუნდი, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ბაზაზე, გააგრძელებს ყოველდღიურ შემოწმებას და მინდა თითოეული კომპანია პასუხისმგებლიანად მოეპყრას მათ ყოველდღიურ საქმიანობას. 

გარდა ამისა, ხვალიდან ნებადართული იქნება ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოგისტიკური, ასევე გადამზიდავი კომპანიებისთვის. ეს ის ნაბიჯებია, რომლის განხორციელების შესაძლებლობა დღეს ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა