ჩვენ მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს საქართველოში მაღალტექნოლოგიურ ბიზნესებს და განსაკუთრებით ახალი, კრეატიული სტარტაპების განვითარებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გლობალური ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups-ის პროგრამის დაწყების ღონისძიებაზე განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით საქართველოში მსოფლიოს პრაქტიკულად ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სტარტაპების აქსელერატორი შემოვიდა, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მონაწილეობდა როგორც სტარტაპების გადარჩევაში, ასევე მათ დატრენინგებასა და ინვესტიციების მოზიდვაში ეხმარებოდა.
„ძალიან მაღალი ინტერესი იყო, რაც ყველაზე საინტერესოა, ქართველ სტარტაპებთან ერთად, ბევრი უცხოელი სტარტაპიც მონაწილეობდა. თუმცა აუცილებელი პირობაა, რომ ბოლო ეტაპზე ყველა სტარტაპი დარეგისტრირდეს როგორც ქართული კომპანია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კარგ შესაძლებლობას ვაძლევთ სტარტაპებს ინვესტიციების მოზიდვის კუთხით და ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, რაც დღეს, პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ასევე განვითარდეს მაღალტექნოლოგიური ბიზნესები, ინოვაციები და მეტად გამოვიყენოთ ჩვენი ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალი. ეს საქმიანობა უკვე იზიდავს ინვესტიციებს, მათ შორის უცხოელ ინვესტორებს. ეს მართლაც კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ყალიბდება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმზიდველი ცენტრად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა 500 Startups-მა, თბილისში, შერჩეული სტარტაპებისთვის ექვსკვირიანი ინტენსიური სააქსელერაციო პროგრამა დაიწყო.
საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, 500 Startups-მა პირველ ეტაპზე 15 სტარტაპი შეარჩია, რომლებმაც ივნისი-აგვისტოს პერიოდში სტარტაპ აქსელერაციის საბაზისო და ექპერიმენტირების პროგრამები ონლაინ რეჟიმში გაიარა, ხოლო მომდევნო ეტაპზე 10 ყველაზე სწრაფი ზრდის პოტენციალის მქონე სტარტაპი გადავიდა. შერჩეული 10 სტარტაპიდან 3 უცხოური კომპანიაა, მათ შორის არიან: აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან და არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან. პროგრამაში ჩართული გუნდებიდან ტოპ ხუთეული აქსელერაციას საქართველოს ბანკის ინვესტიციით გააგრძელებს. ინტენსიური პროგრამა მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
500 Startups-ი საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შემოვიდა. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერებას, საინვესტიციო პოტენციალის განვითარებასა და სტარტაპ კომპანიების მასშტაბირებას გლობალურ ბაზარზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის