მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"520-ე დადგენილებაში მედპერსონალის ანაზღაურება კლინიკების მიერ წარმოდგენილი განფასებითაა ასახული"

5e37d9d592c7b
ინგა მურუსიძე
03.02.20 12:35
1212
"მთავრობის 520-ე დადგენილებაში მედპერსონალის ანაზღაურება კლინიკების მიერ წარმოდგენილი განფასებით არის ასახული" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, შესაძლოა, ამ თემაზე უწყებამ გამართოს ცალკე პრესკონეფერენცია, სადაც სამინისტროს ფინანსისტები ამ თემაზე დეტალურად ისაუბრებენ.

„არც ერთ ჩემს კომენტარში მე არ დამიდასტურებია, რომ 520-ე დადგენილებას შეეძლო გამოეწვია თანამშრომელთა ხელფასების კლება. განფასებაში, რომელიც იქნა წარდგენილი, დეტალურად არის აღწერლი ექიმების და ექთნების ხელფასი, უკლებრივ იმ ოდენობით, რომელიც კლინიკების მხრიდან იყო წარმოდგენილი 520-ე დადგენილების დამუშავებისთვის. გარდა ამისა, 520-ე დადგენილების ფინანსური ანაზღაურების ვალდებულება სახელმწიფოს დაუდგება მაისის თვიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი რისკი და არანაირი მოლოდინი არ უნდა იყოს, რომ სამედიცინო პერონალს დააკლდეს ხელფასები“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ "კლინიკებმა შესაძლოა თადარიგი დაიჭირეს წინასწარ", ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ „ეს ძალიან არასწორი გადაწყვეტილებაა“.

შეგახსენებთ, რომ კლინიკების უმრავლესობის ინფორმაციით, მათ მედპერსონალის ხელფასები 20%-30%-ით შეამცირეს. კლინიკების ხელმძღვანელების განმარტებით, სამინისტროს მიერ 520-ე დადგენილებით შეთავაზებულ განფასებაში მედპერსონალის ხელფასები დაკლებულია.

კონკრეტულად რამდენად შეამცირა ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი განფასებით ხელფასების კომპონენტი?