საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 11 271-მდე გაიზარდა, რომელთა 50% - 6 119 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. დღეს კი, საქართველოში 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დადასტურებული შემთხვევების გეოგრაფია მედიას ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გააცნო.
„ინფიცირების შემთხვევებმა აჭარაში ოდნავ მოიმატა და 222 ახალი ფაქტი გამოვლინდა (გუშინ - 190), მაგრამ ბევრი არ არის; თბილისში ცოტა შემცირდა - 137-ია (გუშინ - 179); იმერეთში - 99 (გუშინ - 91); ქვემო ქართლში - 31; გურიასა და მცხეთა-მთიანეთში 10-10 ახალი შემთხვევა; შიდა ქართლში - 7; სამეგრელო - ზემო სვანეთში - 5; კახეთში - 3; სამცხე-ჯავახეთში -1 და იმპორტირებულია სულ 4 შემთხვევა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.
მისივე ინფორმაციით, გარდაცვალების 4 შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება. "ესენი არიან 65 წლის, 76 წლის, 80-ის და 90 წლის ქალბატონები, რომელთაც ჰქონდათ თანმხლები დაავადებები", - აღნიშნა ენდელაძემ. დანარჩენი 2 გარდაცვლილის შესახებ მას ამ დროისთვის ინფორმაცია არ აქვს.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, კრიტიკული პაციენტების რიცხვი ამ დროისთვის 57-ია, მათგან 56 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ