"ელექტროენერგიის მიწოდების 5–საათიანი გრაფიკი, ან იმპორტი", - ეს ის გამოსავალია, რითაც "ენგურჰესის" დირექტორის ლევან მებონიას აზრით, ამ ობიექტის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაზოგვა გახდება შესაძლებელი.
როგორც მებონიამ გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას განაცხადა, გასულ წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება 3–საათიანი გრაფიკით ხდებოდა, წელს კი საუბარია 5–საათიან გრაფიკზე, თუმცა ამ გრაფიკის მიღების შემთხვევაშიც, ზამთრის თვეებში, საქართველოს მაინც არ დარჩება ელექტროენერგიის მისაწოდებლად საჭირო რესურსი.
"შარშან აფხაზეთში 3–საათიანი გრაფიკი ჰქონდათ, ხდებოდა ელექტროენერგიის მთლიანი გამორთვა. რამდენადაც ვიცი, წელს 4-5 საათიანი გრაფიკია შემუშავებული. როგორ განხორციელდება ეს, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა თუ ეს განხორციელდა, რა თქმა უნდა, ეყოფა, იმიტომ რომ 5 საათი ეს არის დაახლოებით 1 700 000 კილოვატ საათი. ეს კი საკმაოდ დიდი მოცულობაა. ამ დღეებში მოხმარება დღე-ღამეში 8 000 000 კილოვატი საათი იყო, თუ ეს შემცირდება 5 500 000 კილოვატ საათამდე, ალბათ რაღაცნაირად გავართმევთ თავს", - ამბობს "ენგურჰესის" დირექტორი.
კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგიის 5–საათიან გრაფიკთან ერთად იმპორტი მოხდება, რომელი ქვეყნიდან განხორციელდება ელექტროენერგიის მიწოდება, მებონია პასუხობს, რომ საქართველოს ტერიტორიიდან ელექტროენერგიის მიწოდება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონისთვის უფრო ძვირია, ვიდრე რუსეთიდან. "ენგურჰესის" დირექტორი ამ საკითხთან დაკავშირებით სხვა დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, რომ "ენგურჰესში" თებერვალ-მარტში წყლის დონის შემცირების გამო, დიდ დეფიციტს ელოდებიან. გასული წლის მიწურულს, გაზრდილი მოხმარების გამო, აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიკით ხორციელდებოდა. ლევან მებონიამ დეკემბერშივე განაცხადა, რომ ელექტროსადგურის რესურსი ზამთრის თვეებში აფხაზეთის მომარაგებისთვის საკმარისი არ იქნებოდა. მებონიას ინფორმაციითვე, წელს განსაკუთრებით მშრალი ამინდებია და წყალსაცავში წყლის შემოდინება, წინა წელთან შედარებით, 40 პროცენტით ნაკლებია.
ამასთან, 2021 წელს "ენგურჰესის" მასშტაბური რეაბილიტაციაც იგეგმება, რომელიც მომავალი წლის თებერვლიდან დაიწყება და მაისის ბოლომდე გასტანს. როგორც მებონია ამბობს, სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, "ენგურჰესი" დროებით გაჩერდება.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა